ვადაჭკორია ბადრი ნიკოლოზის ძე
ვადაჭკორია ბადრი ნიკოლოზის ძე

ვადაჭკორია ადრი ნიკოლოზის ძე (29.V.1947, ლანჩხუთი), ქართვ. ჟურნალისტი, ფოტოკორესპონდენტი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2003). თბილ. საპატიო მოქალაქე (2022). ვ. ბ.-მ დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ება (1977). მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეც. კორესპონდენტად (1971-იდან). იყო: საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკ. კორესპონდენტი ცენტრ. და აღმ. ევრ. ქვეყნებში (1998–2002); გაზ. „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეც. კორესპონდენტი;  მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში, იყო  თურქეთში საქართვ. საელჩოს პირველი მდივანი, (1994–1998). არის საერთაშ. ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი. საქართვ. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1982), ჟურნალისტთა საერთაშ. ორგანიზაციის წევრი (1993) და ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი (2005). ვ. ბ.-ს პერსონალური გამოფენები მოეწყო მსოფლოს მრავალ ქალაქში: პარიზში, რომში, ხარკოვში, ვარშავაში, სეულში, ასტანაში, მეხიკოში, ათენში და სხვ. მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი "ქართული სული" (2007, I ტომი), "ჩემი საქართველო" (2010) და სხვ.

ლიტ.:  ვადაჭკორია ბადრი.  საქართველი: ენციკლოპედია: ტ. 3, (2014),  გვ. 129.